ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აგვისტოს ომის გმირს, ვახტანგ გზირიშვილს ხვალ თბილისში დაკრძალავენ

2008 წლის აგვისტოს ომის გმირს, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილს თბილისში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. გზირიშვილის ნეშტი რუსთავიდან თბილისში გადაასვენეს.

ხვალ, ვახტანგ გზირიშვილთან ერთად, ტაძრის ეზოში, მისი მამის, აფხაზეთის ომში დაღუპული ბადრი გზირიშვილის ნეშტსაც დაკრძალავენ.

ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში დღეს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. სამოქალაქო პანაშვიდს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის ახლად არჩეული მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე, გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ლომიძე დაესწრნენ.

ტაძარი ვარკეთილის დასახლებაში, აგვისტოს ომის რუსთაველი გმირის დედის, მარინა გზირიშვილის ინიციატივით, შემოწირულობებით რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების სახელზე აიგო.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირი, კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა. მას გარდაცვალების შემდეგ,  ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.

იტვირთბა....