დავით ბაქრაძე ვანო მერაბიშვილის ვადამდე ადრე გათავისუფების შესახებ კომენტარს აკეთებს.
“ჩვენი ამოცანაა, მერაბიშვილი, რომელიც პილიტიკური დევნის მსხვერპლია, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს გარეთ, ამის შემდეგ გადაწყვეტს, სად იქნება მისი ადგილი, პოლიტიკაში, თუ პოლიტიკის გარეთ, სადაც არ უნდა იყოს, მას ვუსურვებ წარმატებას”, –აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძისვე თქმით, დღე-დღეზე სტრასბურგის დიდი პალატა დაადასტურებს, რომ ვანო მერაბიშვილი იდევნება პოლიტიკური ნიშნით.
“ხელისუფლება შეეცადა დროის გაყვანას და საქმე შეიტანა სტრასბურგის დიდ პალატაში. გადაწყვეტილება მიღებული აქვს დიდ პალატასაც და დღე-დღეზე დიდი პალატის მიერ მოხდება დადასტურება, რომ ვანო მერაბიშვილი იდევნება პოლიტიკური ნიშნით. ამიტომ, „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად მოუწევს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოშვება და რაც უფრო სწრაფად გამოვა, მით უფრო ნაკლებ ზიანს მიიღებს ქართული სახელმწიფო სტარსბურგშიც და ჩვენს უცხოელ პარტნიორებთანაც”, – განაცხადა ბაქრაძემ.