ცესკო-ს დღევანდელი სხდომის მიმდინარეობისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურის თარიღი გამოაცხადა.
არჩვნების მეორე ტური 12 ნოემბერს დაინიშნა.
მეორე ტური 1 თვითმმართველ ქალაქში – ქუთაისში და 5 თვითმმართველ თემში – მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში გაიმართება. აღნიშნულ ქალაქებში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი, ამიტომ არჩევნების მეორე ტური დაინიშნა.
მარტვილში, მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მამუკა დანელია.
ოზურგეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს დაუპირისპირდება.
ქუთაისის მერობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ჭიღვარია და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობენ.
ბორჯომის მერობისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან ლიპარტია და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძემ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ხაშურში მეორე ტურში მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე.
ყაზბეგის მერობისთვის კი „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი და „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი სანდრო ყამარაული იბრძოლებენ.