ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი საოლქო კომისიის შედეგს გაასაჩივრებს

“ქართული ოცნების” თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი მე-19 საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას ეხმიანება.

“კანონში ცალსახად წერია, რომ არჩევნებში არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს მონაწილე ხმების 50% + 1-ს. არჩევნებში მონაწილეობდა 6 379 ადამიანი, აქედან 220 ბიულეტენი გაბათილდა და დარჩა 6 159 ბიულეტინი. ამის ნახევარი არის 3 079,5 ანუ 3 080 ხმა იყო აუცილებელი, რომ არჩევნებში სუბიექტი ჩათვლილიყო გამარჯვებულად. დაკარგულია 4 უბნის 6 ბიულეტინი, თუმცა საოლქო კომისიას ამაზე არ უმსჯელია. არც ერთ კანონში არ წერია, რომ დაკარგული ბიულეტენები შეიძლება ბათილ ბიულეტენებს მიეთვალოს. ეს ახდენს გავლენას შედეგზე და თუ საოლქო კომისია ვერ იკვლევს დარღვევას, აუცილებელია ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ჩვენ გვაქვს ერთდღიანი ვადა და აუცილებლად გავასაჩივრებთ”, – აღნიშნა ლელა ქიტესაშვილმა.

იტვირთბა....