ნიუ-იორკში მომხდარ ტერაქტის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენმტა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” თავდამსხმელს “ფსიქიკურად ავადმყოფი” უწოდა, დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის ქვეყანაში დაბრუნება დაუშვებელია.
„ღმერთი და ქვეყანა თქვენს გვერდითაა“- მიმართა დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
ტრამპმა უსაფრთხოების დეპარტამენტს მიგრანტთა შემოწმების პროცედურის გამკაცრება დაავალა.
პრეზიდენტის კიდევ ერთი განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სრულ მხარდაჭერას გაუწევს ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტს.
შეგახსენებთ, რომ ჰელოუინის დღე ნიუ-იორკში ტერაქტით დასრულდა. მანჰეტენზე უზბეკმა ემიგრანტმა ISIS-ის სახელით ხალხმრავალ ქუჩაზე ხალხი მანქანით გაიტანა. დაიღუპა 8 ადამიანი. თავდამსხმელი პოლიციელებმა დაჭრეს და ის დაკავებულია. ტერაქტი 11 სექტემბრის მემორიალიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით მოხდა.