იტალიელმა სამართალდამცავებმა, ფალსიფიცირებული დოკუმენტების ფლობის ბრალდებით, ქართველი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ 1tv ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, საფრანგეთის საზღვარზე მდებარე ქალაქ ვენტიმიგლიას პოლიციამ 38 წლის გ.ი -ს საბუთები 31 ოქტომბერს ტურინი-მადრიდის ავტობუსში შეუმოწმა.
იტალიური მედია, სამართალდამცავებზე დაყრდნობით წერს, რომ მამაკაცს ლიტვური პასპორტი და მართვის მოწმობა აღმოაჩნდა. ის, რომ დოკუმენტები გაყალბებულია, მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცხადი, რაც პოლიციამ პასპორტი სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით შეამოწმა.
პიროვნების მონაცემების გადამოწმების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ტურინის სასამართლომ გ.ი.-ს დაკავების განკარგულება ჯერ კიდევ აგვისტოში გასცა.
მას ბრალად ქურდობა ედება. პოლიციამ მამაკაცი დააკავა და ამჟამად ის იმპერიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.