საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი გურამ კაშიას მიმართ გამოთქმულ განცხადებებზე კომენტარს აკეთებს.
ბასილაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრსა და ჰოლანდიური “ვიტესის” კაპიტანს, გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს.
“ჩემი მხარდაჭერა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანს, გურამ კაშიას. ჩემთვის მიუღებელია მისდამი ასეთი დამოკიდებულება. კაშია არის ერთ-ერთი საუკეთესო და საამაყო ქართველი სპორტსმენი”, – წერს ბასილაშვილი.