ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მისაბაძია ეს ადამიანი, მე მეამაყება, რომ გურამი არის ჩემი მეგობარი”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა “TV პირველზე” გურამ გაშიას შესახებ ისაუბრა და კაშიას მიმართ გამოთქმულ განცხადებებს გამოეხმაურა. კობიაშვილმა თქმით, გურამ კაშია მისი მეგობარია, რომლითაც ამაყობს.

„გურამმა გააკეთა განმარტება, მან იცოდა რას აკეთებდა, მისაბაძია ეს ადამიანი. მე მეამაყება, რომ გურამი არის ჩემი მეგობარი. ფეხბურთის ფედერაცია, მე პირადად ყოველთვის დავიცავთ ადამიანებს, რომელთა მიმართაც ხორციელდება ძალადობა.

ძალიან მახარებს ის მხარდაჭერა, რომელსაც უამრავი ადამიანი გურამ კაშიას მიმართ იჩენს. ეს ადამიანები კი ეწინააღმდეგებიან გამოხატვის თავისუფლებას და ხელს უწყობენ აგრესიას, ძალადობას და დისკრიმინაციას. მე ვარ ადამიანი, რომელიც პირდაპირ ვიძახი, რომ წინააღმდეგი ვარ ყველანაირი ძალადობის. აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებებია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ წინააღმდეგი ვიყავი, ვარ და ვიქმები ნებისმიერი ძალადობის. – განაცხადა კობიაშვილმა.

იტვირთბა....