ლაგოდეხის რაიონში დაკარგული 60 წლამდე ასაკის ქალი იპოვნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ქალი ორდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ სოფელ მაწიმის ტყეში იპოვნეს.
გავრცელებული ცნობით, ტყეში სოკოს საკრეფად წასულ ადგილობრივ მოსახლეს გზა აერია და უკან დაბრუნება ვეღარ შეძლო.