ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შარტავაზე, ფეხით მოსიარულე ქალს ავტომობილი დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – შარტავას #14-ში მოხდა. მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი ფეხით მოსიარულე შუახნის ქალს დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

იტვირთბა....