ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამ სამკლაურის გაკეთება კაშიას არ დასჭირდებოდა, თავის დროზე რომ მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყვნენ ის თანამდებობის პირები, ვისაც ეს პირდაპირ ევალება”

იურისტი და პარტია “რესპუბლიკელების” თბილისის მერობის კანდიდატმა ნინო ბოლქვაძემ, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ქართველი ფეხბურთელის გურამ კაშიას ლგბტ საზოგადოებისადმი მხარდაჭერასთან დაკავშირებით ისაუბრა. მან ისაუბრა საქართველოში არსებული უმცირესობების უფლებებზე, გააკრიტიკა ქართული საზოგადოება და აღნიშნა, რომ გურამ კაშიას არ დასჭირდებოდა სამკლაურის გაკეთება, ქართველი დეპუტატები, რომ მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყვნენ.

“ერთის მხრივ როდესაც მხარს ვუჭერთ, მაგალითად სამკლაური გვიკეთია, მხარს ვუჭერთ იმ იდეას, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საქართველოში დაიბადება მას კი არავინ ჩუქნის არანაირი ქართული იდეა და რაღაც დაჯგუფება, რომელიც ვიწრო კონრექციულ ინტერესებს ატარებს, ამ შემთხვევაში მისი უფლებები არის მისი საჭიროებებიდან გამომდინარე. მას აქვს უფლებები და ჩვენ ვამბობთ, რომ მისი საჭიროებები უნდა დაკმაყოფიდლეს სათანადოდ, ან არა. რატომ ემთხვევა ხოლმე განვითარებად ქვეყნებში ხელისუფლების პოზიცია აი ასეთ დაჯგუფებებთან, რომელიც ამბობნე რომ ვიღაცის საჭიროებები უნდა გვეკიდოს, რადგან ისინი ვერ არიან კარგები, ან უცხოელებია არიან, ან გეები ან სომხები არიან, ან შავკანიანები.

ჩვენ ვიწრო ჯგუფს, რომელსაც ძალაუფლება გვაქვს ხელში ჩაგდებული, ვისაც გვაქვს ხელისუფლება მოპოვებული, დეპუტატების ადგილი გვაქვს, რაღაც ელიტას წარმოვადგენთ, მამაოები გვყავს ჩვენ ვაკონტორლებთ სიტუაციას და თქვენ დანარჩენს არ ჩაგახედებთ ამ სისტემაში და ჩვენ არ უნდა გითხრათ, რომ ეს უფლებები გეკუთვნით, იმიტომ, რომ რასაც გადმოგიგდებთ კმაყოფილი იყავით. ეს არ არის მხოლოდ ლგბტ საზოგადოება, ეს არის განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც დაიწყო, ნებიმიერ განვითარებად სახელმწიფოში ხდება ასე. ადრე თუ გვიან ადამიანები იღვიძებენ და ხედავენ, რომ მათზე ძალადობა ხდება. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ვარსებობთ და ვალდებულებაა სახელმწიფოსი, რომ ადამიანის პატივის და ღირსების შესაფერისად მოიქცეს. არ დასჭირდბეოდა კაშიას ამ სამკლაურის გაკეთება რომ თავის დროზე მოწოდების სიმაღლეზე ის თანამდებობის პირები ყოფილიყვნენ, ვისაც ეს პირდაპირ ევალება. შენ თუ იღებ ხელფასს, თუ იკავებ თანამდებობას შენ უნდა განახორციელო, რასაც მე დაგავალებ. ჩვენ ყველანი ერთ კანონმდებლობაზე ვთანხმდებით.” – განაცხადა ბოლქვაძემ.

იტვირთბა....