ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში, შეშით დატვირთული სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შედეგადაც დაშავდა. მძღოლი სხვადასხვა მრავლობითი მოტეხილობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მუშაობენ. ისინი ხევში გადავარდნილი მანქანის ამოტანას ცდილობენ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.