“ბაკურიანის გზაზე, ტყიდან ხის ახლად მოჭრილი მორებით დატვირთული მანქანა გამოვიდა,”-ამის შესახებ სოციალურ ქსელში “თიბისი ბანკის” დამფუძნებელი და პრეზიდენტი, მამუკა ხაზარაძე წერს:
“გუშინ ბორჯომის კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ბორჯომის პლატოზე 2500 ძირი ხის ნერგი დავრგეთ. იმავე დროს ბაკურიანის გზაზე, ტყიდან ხის ახლად მოჭრილი მორებით დატვირთული მანქანა გამოვიდა. ჩემს კითხვაზე, ადგილობრივი სატყეოს მუშაკებმა მიპასუხეს, რომ ეს სოციალური საჭიროებისთვის ხდებაო,
ვიღაცამ თქვა, სანიტარული ხის ჭრააო…
ეს ხდება იქ, სადაც სულ რაღაც ორი თვის წინ ხანძრის გამო ასეულობით ჰექტარი ტყე განადგურდა. ისიც უნდა ითქვას, რომ იმ დროსაც კი, როდესაც მეხანძრეები ცეცხლს ებრძოდნენ, ბორჯომის ხეობაში ხის ჭრა არ გაჩერებულა!!!
პირდაპირ მინდა განვაცხადო:
თუ ასე გაგრძელდა და თუ ამის აღსაკვეთად სასწრაფოდ რადიკალური ზომები არ იქნა მიღებული, არა მარტო ტყეს, არამედ ბორჯომის კურორტს და მინერალურ წყალსაც დავკარგავთ, რამეთუ სწორედ ბორჯომის ტყეა ის ძირითადი რესურსი და სიმდიდრე, რომელიც ბორჯომის უნიკალურ მინერალურ წყალს ქმნის!” – წერს ხაზარაძე.
ბორჯომში ტყის ხანძრის შედეგად დამწვარი ტერიტორიის ფართობი წინასწარი შეფასებით, 230 ჰექტრამდეა.
ბორჯომში ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის გარკვეულ ნაწილს ქართული კომპანიები აღადგენენ.
აღნიშნული შესახებ ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბორჯომის დამწვარი ტყის 10 ჰექტარი „თიბისი ჯგუფისა“ და კომპანია „ბორჯომის“ მიერ აღდგება.
ხანძარი ბორჯომის ხეობაში 2017 წლის 20 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში დაბა წაღვერთან დაიწყო.[1]
27 აგვისტოს საღამოს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სრული ლიკვიდაცია დაადასტურა.
„ტყეებში განზრახ გაჩენილი ხანძრებით, უმეტესად, ხეების უკანონო გაჩეხვას ფარავენ“