ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ისლამური სახელმწიფო” პრინც ჯორჯზე თავდასხმას გეგმავდა

ბრიტანული გამოცემა mirror-ი სამეფო ოჯახის წევრზე თავდასხმის შესაძლო მცდელობაზე წერს.

როგორც გაირკვა, ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის 4 წლის ვაჟის, პრინცი ჯორჯის მოკვლას გეგმავდა.

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურმა სოციალურ ქსელში მოიპოვა მიმოწერა, სადაც სამეფო ოჯახის პატარა წევრზე თავდასხმის მომზადებაზე იყო საუბარი.

რადიკალი ისლამისტები გეგმავდენენ პრინც ჯორჯს ლონდონში მდებარე სკოლაში დაესხმოდნენ თავს.

გაერთიანებული სამეფოს პრინცი ჯორჯი მოსამზადებელ სკოლაში წელს სექტემბერში პირველად წავიდა.

ჯორჯი სკოლაში მამამ, პრინცმა უილიამმა მიიყვანა.

იტვირთბა....