ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები კიდევ 3 დღე სამცხე-ჯავახეთში დარჩება

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები დღეს ასპინძაში, ხვილიშას ეკლესიაში ახალქალაქიდან გადაასვენეს.

ხვილიშას ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ საკვირაო წირვა აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მეუფემ ქეთევან დედოფლის პარაკლისი გადაიხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მიტროპოლიტ თეოდორეს თქმით, დედოფლის წმინდა ნაწილები სამცხე-ჯავახეთში სამი დღის განმავლობაში დარჩება.

როგორც ცნობილია, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს 31 ოქტომბერს ადიგენში, ხოლო 1 ნოემბერს ხულოში გადაასვენებენ.

შეგახსენებთ, რომ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში 23 სექტემბერს ჩამოასვენეს. წმინდა ნაწილები საქათველოში 6 თვის განმავლობაში დარჩება და ყველა ეპარქიას მოივლის.

იტვირთბა....