ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

სააპელაციო სასამართლო “ლეიბორისტების” სარჩელს განიხილავს

„ლეიბორისტული პარტიის“ სარჩელს სააპელაციო სასამრთლო განიხილავს. პარტია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელე მხარეს საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით უარი ეთქვა.

მარინა ცუცქირიძის, “ლეიბორისტული პარტიის” ადვოკატის, განცხადებით, საქმე ეხება ისნის 38-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ შემთხვევას, როდესაც უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაცვლად, ხმა სხვა პირებმა მისცეს.

„საერთოდ საარჩევნო დავები, გადაწყვეტილება ძირითადად დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე. პირველ ინსტანციაში მე დარწმუნებული ვარ, ვერ მოვიგეთ პროცესი იმიტომ, რომ არ იყო პოლიტიკური ნება. საინტერესოა სააპელაციო სასამართლო რას გადაწყვეტს. იმ შემთხვევაში თუ გვექნება საქმე სამართლიან სასამართლოსთან ბუნებრივია ჩვენი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს,“- აღნიშნა ადვოკატმა მარინა ცუცქირიძემ.

იტვირთბა....