თურქეთში, კაისერის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პინარბაში-მალათეას ავტომაგისტრალის ერთ-ერთ გზაჯვარედინზე მოძრავ ორ მანქანას, რომელშიც თურქი სამხედროები ისხდნენ, ტრაილერი დაეჯახა.
ტრაილერს ქართველი მძღოლი მართავდა.
ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ავარიის შედეგად ტრაილერის მძღოლი პოლიციამ დააკავა.
რაც შეეხება დაშავებულებს, ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, სამმა კი სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.