ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხელვაჩაურში ცხრასულიანი ოჯახის საცხოვრებელი დაიწვა

ხელვაჩაურში ე.წ. “ოცნების ქალაქში” ბოლქვაძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან.

ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ. ოჯახის წევრების ვარაუდით ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ელექტროგადამცემი ხაზები გახდა. ბოლქვაძეების ცხრასულიან ოჯახს ალტერნატიული ღამის გასათევი ფართი არ აქვთ.

შემთხვევის ადგილზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ელოდებიან. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა რა სახის დახმარებას გაუწევს სამინისტრო ოჯახს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით.

იტვირთბა....