საფრანგეთში 50 წლის ქართველი მამაკაცი ადგილობრივი საავადმყოფოს ავტოსადგომზე გაჩერებულ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვნეს.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შემთხვევა საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ პუატიეში მოხდა.
გარდაცვლილის მეგობრების ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ცენტრის თავშესაფარში ადგილების სიმცირის გამო, მამაკაცს ღამის გათენება მანქანაში მოუწია.
ისინი მომხდარში ცენტრის თანამშრომლებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი გარეთ დატოვება დაუშვებელი იყო.