რომში საქართველოს მოქალაქე პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. სტატიაში აღნიშნულია, რომ 39 წლის ქართველმა მამაკაცმა ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ქართველ წყვილს 13 წლის ვაჟი ჰყავთ. პოლიციელები ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც საგანგებო სიტუაციების სამსახურში მოზარდმა დარეკა და განაცხადა, რომ მშობლები ჩხუბობდნენ და ის მათ გაშველებას ამაოდ ცდილობდა. ინციდენტი რომის გარეუბან ოსტიაში მოხდა.
ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას დაზიანებები გულმკერდის არეში აღენიშნება. რაც შეეხება მამაკაცს, ის რეჯინას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.