საზღვრის დაცვის კატარღამ გონიო – კვარიათის აკვატორიაში მამაკაცის ცხედარი იპოვნა.
გარდაცვლილის ვინაობა უცნობია, ამიტომ პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.