ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით თიანეთის მერი კვლავ თამაზ მეჭიაურია

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით თიანეთის მერი კვლავ თამაზ მეჭიაურია. სააპელაციო სასამართლომ, მცხეთის რაიონული  სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც თიანეთის ოლქში მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა.

მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას თამაზ მეჭიაურის კონკურენტი, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი ასაჩივრებდა.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის სასამართლომ 25 ოქტომბერს გააუქმა თიანეთის მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. შესაბამისად, ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს.

ლელა ქიტესაშვილს სააპელაციოში სწორედ ეს გადაწყვეტილება ქონდა გასაჩივრებული. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

იტვირთბა....