აშშ-ში მოუთმენლად ელოდნენ იმ დოკუმენტების გამოქვეყნებას, რომელსაც რაღაც სიახლე უნდა მოეტანა მე-20 საუკუნის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმეზე. როგორც ირკვევა, აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელი ლი ჰარვი ოსვალდი დანაშაულის ჩადენამდე ორი თვით ადრე, მეხიკოში საბჭოთა დიპლომატს შეხვდა, რომელიც, ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, “კაგებეს”-ს თანამშრომელი იყო.
“მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე, ოსვალდი, რომელიც ოფიციალურად დღემდე კენედის მკვლელად მოიაზრება, საბჭოთა საელჩოში იმყოფებოდა და კონსულ ვალერი კოსტიკოვს ესაუბრა. ამის შესახებ ცნობილი გახდა იმ ზარიდან, რომელიც 1 ოქტომბერს ოსვალდმა განახორციელა, როდესაც დარეკა საბჭოთა საელჩოში და ზემოხსენებული შეხვედრის შესახებ შეახსენა. მან ჰკითხა საელჩოს დაცვის წევრს, არის თუ არა რაიმე სიახლე „ვაშინგტონში დეპეშასთან დაკავშირებით“. დაცვის წევრმა ოსვალდს უპასუხა, რომ მოთხოვნა გაგზავნილია, თუმცა პასუხი ჯერ არ მოსულა“, – ნათქვამია ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებში.
“მეტრონომი” უკვე წერდა იმის შესახებ თუ რატომ და ვინ გადაწყვიტა საიდუმლო დოკუმენტების გახსნა, რომლის მიხედვითაც კენედის მკვლელობაში ახალი დეტალები გამომჟღავნებულიყო. ამ ეტაპზე, გრძელდება დოკუმენტების შესწავლა და სიახლეები პერიოდულად გამოქვეყნდება. დეტალები კენედის მკვლელობის შესახებ იხილეთ აქ.