aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კენედის მკვლელობის ახალი დეტალები: ტრამპმა მწვანე აანთო და აშშ 26 ოქტომბრის მოლოდინშია

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ში სერიოზული საუბრები მიდის გასული საუკუნის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის, ჯონ კენედის საქმის ირგვლივ. საუბარია იმაზეც, რომ უნდა გამოქვეყნდეს ახალი დოკუმენტები, რომლებმაც შესაძლოა რაღაც დოზით, ფარდა ახადოს რამდენიმეწლიან საიდუმლოს აშშ-ს ექს-პრეზიდენტის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. ჩნდება კითხვა, საინტერესოა რატომ არ სურს პრეზიდენტ ტრამპს საიდუმლოდ შეინახოს კენედის მკვლელობის ახალი დეტალები და რაში სჭირდება მას იმ დამატებითი დოკუმენტების გამოქვეყნება?

აქამდე უცნობი დუკუმენტების გამოქვეყნებას აშშ-ში უკვე ელიან. დაგეგმილია, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი იქნება საკმაოდ ფართო აუდიტორიისთვის. კონგრესში საუბრობენ ზუსტ თარიღზეც – 26 ოქტომბერი.

შეგახსენებთ, მე-20 საუკუნის ყველაზე გახმაურებული მკვლელობა აშშ-ში 1963 წლის 22 ნოემბერს მოხდა, როცა აშშ-ს პრეზიდენტი ჯონ კენედი დალასში, ელმ-სტრიტზე ღია მანქანით მოძრაობდა. ელმ-სტრიტზე რამდენიმე გასროლა, სხვადასხვა მხრიდან მოხდა. მოწმეთა ჩვენების მიხედვით შესაძლებელი გახდა იმის გარკვევა, რომ ერთ-ერთი გასროლა მოხდა მე-6 სართულიდან, წიგნების საწყობის კორპუსში, საიდანაც მოგვიანებით გამოვიდა ლი ჰარვი ოსვალდი.

ოსვალდი რამდენიმე ხანში შეაჩერა პოლიციამ და მისი დაკავება სცადა, თუმცა ოსვალდმა სამართალდამცველს ცეცხლსასროლი იარაღიდან 4-ჯერ ესროლა, ადგილზე მოკლა და გაუჩინარდა. რაღაც დროის შემდეგ ოსვალდი დააკავეს კინოთეატრში და პოლიციაში გადაიყვანეს.

იმ  დროს, როცა ბადრაგს ოსვალდი გადაჰყავდა მას ესროლეს და მოკლეს. მკვლელი აღმოჩნდა ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელი ჯეკ რუბი. საბოლოოდ, გამოძიებამ, რომელიც წელიწადზე მეტხანს მიმდინარეობდა, დაადგინა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოსვალდი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ კენედის მკვლელობიდან 50-ზე მეტი წელი გავიდა ამერიკელების მხოლოდ 29 პროცენტს სჯერა, რომ  ის ოსვალდმა მოკლა. 71 პროცენტი თვლის, რომ აშშ-ს პრეზიდენტის მკვლელობა მასშტაბური შეთქმულებით მოხდა.

ჯერ კიდევ 1992 წელს აშშ-ს კონგრესმა მიიღო აქტი, რომლის მიხედვითაც უნდა შეგროვებულიყო მტკიცებულებები. ეს აქტი ავალდებულებდა ეროვნულ არქივებს გასაჯაროვებულიყო ყველა დოკუმენტი კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით. არქივში ინახებოდა 5-მილიონიანი გვერდები დოკუმენტაციებისა, რომელიც რაღაც დოზით კავშირში იყო აშშ-ს ექს-პრეზიდენტის მკვლელობასთან – მათ შორის ფოტოები, აუდიო და ვიზუალური მასალები და სხვ.

აღსანიშნავია, რომ 1992 წელს ამ დოკუმენტების 98 პროცენტი გასაიდუმლოვდა. ამ მომენტისათვის არქივებში ინახება 3 000-მდე დოკუმენტი, ანუ მთლიანი მასალების 1 პროცენტი.

ერთადერთი, ვისაც ამ დოკუმენტების წვდომასთან და მის გასაჯაროვებასთან დაკავშირებით შეეძლო გადაწყვეტილების მიღება, აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. მან წინა შაბათს, დაწერა კიდეც ტვიტერზე პოსტი, რითაც მწვანე შუქი აუნთო გასაიდუმლოებული დოკუმენტაციის გამოქვეყნებას.

“როგორც პრეზიდენტი, მე ნებას ვრთავ და თანახმა ვარ გასაჯაროვდეს კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია” – დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.

უკანასკნელი საიდუმლო

კენედის მკვლელობის შესახებ წლების განმავლობაში ბევრი დაიწერა, გადაღებულია რამდენიმე დოკუმენტური ფილმი, რომელიც დეტალურად აღწერს გამოძიების მსვლელობას. აქედან გამომდინარე, ამერიკელები სვამენ ლოგიკურ კითხვას – რითი შეიძლება გაგვაოცოს ახალმა დოკუმენტებმა?

როგორც ირკვევა, საუბარია იმ დოკუმენტებზე, რომელიც ეხება უშუალოდ ოსვალდს, მისი მოღვაწეობის იმ პერიოდს, როცა მექსიკაში გაემგზავრა. საუბარია მკვლელობამდე 2 თვის წინა პერიოდზე. უფრო კონკრეტულად, შესაძლოა გამოიკვეთონ ის მექსიკელები, რომლებსაც უშუალოდ რაღაც კავშირები და გზავნილები ჰქონდათ ცენტრალულ სადაზვერვო სამსახურთან მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე.

“არ მაქვს იმის ილუზია, რომ ეს დოკუმენტაცია ფურორს მოახდენს, მაგრამ მან შესაძლოა გამოავლინოს ისეთი პერსონები, რომლებსაც გარკვეულწილად რაღაც კავშირები ჰქონდათ მკვლელობასთან” – ასეთი განცხადება გააკეთა კენედის საქმის გამოძიების ერთ-ერთმა ცნობილმა სპეციალისტმა ჯერარდ პოსნერმა, რომელმაც თავის დროზე გამოსცა წიგნი სათაურით “საქმე დახურულია”. ამ ნაშრომში პოსნერი ამტკიცებს, რომ ერთადერთი დამნაშავე კენედის მკვლელობაში ოსვალდია.

პოსნერი ამბობს, რომ გასული საუკუნის 60-იანი წლების მექსიკა ინტრიგებით სავსე იყო, სადაც ყველა ერთმანეთის წინააღმდეგ შპიონაჟით იყო დაკავებული.

ამერიკელი პოლიტოლოგი როჯერ სტოუნი, რომელიც ახლო კავშირშია დონალდ ტრამპთან, აცხადებს, რომ პირველი იყო ვინც ტრამპს დოკუმენტების გამოქვეყნება ურჩია, რასაც ეწინააღმდეგებოდა მაიკ პომპეო, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი. არადა, პოსნერმა და სტოუნმაც კი მოახერხეს გაერთიანება ერთი აზრის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ მათ საწინააღმდეგო შეხედულებები და აზრები აქვთ კენედის მკვლელობის საქმეზე.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აშშ-ში საკმაოდ ბევრი ექსპერტი აყენებს ეჭვქვეშ გამოძიების კომპეტენტურობასა და მის მეთოდებს. ბევრს სჯერა კიდეც, დოკუმენტების გამოქვეყნებამ შესაძლოა იმასაც კი შეუწყოს ხელი, რომ ზუსტად ეს ნაკლოვანება გამომჟღავნდეს.

პოსნერი თვლის, რომ მკვლელობის ვერსია, რომელშიც ამერიკის იმდროინდელი სპეცსამსახურები და მაფია ერთად მონაწილეობდა – მართალია. თუმცა, ის აღნიშნავს, რომ პოლიტიკური სამიზნე სულ სხვა ვინმე იყო – ფიდელ კასტრო. “მათ 7-ჯერ სცადეს, მაგრამ მისი დაჭრაც კი ვერ მოახერხეს” – ამბობს პოსნერი.

ვირჯინიის უნივერსიტეტსი მკვლევარის, კენ ჰიუჯესის თქმით, დოკუმენტების გამოქვეყნება ხელს შეუწყობს იმასაც, გამომჟღავნდეს აშშ-ს მცდელობა მოეკლათ კასტრო და ნათელი მოეფინოს შესაძლო შეთქმულების არსებობას ვიეტნამის იმჟამინდელი ლიდერის, ნგო ძინ ზემას წინააღმდეგ 1963 წელს.

პოსნერის განცხადებით, საინტერესოა ასევე კენედის სიკვდილის დღეებში, FBI-ის იმდროინდელი შეფის გრუვერის გასაიდუმლოებული წერილები. პოსნერი ვარაუდობს, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ, გამომდინარე კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესიდან, სოციალური ქსელებ და სერვერები გადაიტვირთოს და არსებობს სერიოზული შანსი, რომ გაჩნდეს ახალი კონსპიროლოგიური თეორიები.

 

 

 

იტვირთბა....