ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ადვოკატი აქციის მონაწილის გათავისუფლებას მოითხოვს

რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე დაკავებული მიხეილ კაჭკაჭიშვილი პოლიციის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. დაკავებულის ადვოკატი ივანე მეფარიშილი სამმართველოში კაჭკაჭიშვილთან შესახვედრად შედის.

ადვოკატის განცხადებით, ის დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველებმა მიხეილ კაჭკაჭიშვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც აქციის მონაწილეები რუსთაველზე, სამანქანო გზის გადაკეტვას შეეცადნენ.

აქციის მონაწილეები საქმის ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ და თვლიან, რომ სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს.

შეგახსენებთ, რომ წუხელ, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე ინციდენტი მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი იგინებოდა და ორმა პოლიციელმა მისი დაკავება სცადა. მანამდე კონფლიქტი მოხდა მასსა და მის მეზობელს შორის და როგორც ჩანს, დაღუპული მეზობელზე იყო გაღიზიანებული. დაკავებისას, ხელის გადაგრეხვის დროს, მოქალაქე უცებ წაიქცა და რამდენიმე ხანში გარდაიცვალა.

იტვირთბა....