ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

ბათუმში Trump Tower პროექტს ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდთან ერთად განახორციელებენ

ბათუმში ყოფილი Trump Tower პროექტს გიორგი რამიშვილი ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდთან ერთად განახორციელებს.

თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შეთანხმება მხარეებს შორის უკვე მიღწეულია.

რამდენიმე დღის წინ გიორგი რამიშვილმა  CNBC-ის ეთერში თქვა, რომ 100 მილიონიანმა კომპლექსმა  Silk Tower-ის სახელი მიიღო, თუმცა სახელის ცვლილების მოუხედავად კონცეფცია უცვლელია. შენარჩუნდა ის არქიტექტურაც, რომელიც Trump Organization-თან იყო შეთანხმებული.

ტრამპის ორგანიზაციასთან სალიცენზიო ხელშეკრულების შეწყვეტა 2017 წლის დასაწყისში მხარეთა შორის შეთანხმებით მოხდა, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად იქნა არჩეული.

bfm.ge

იტვირთბა....