fbpx
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხანძრების პრევენციისთვის ტყეები ადრეული გაფრთხილებისა და მონიტორინგის სისტემით აღიჭურვება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მომავალი წლიდან ტყეების ადრეული გაფრთხილებისა და მონიტორინგის სისტემით აღჭურვას გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი ავრცელებს.

იორდანიშვილის განცხადებით, უკვე მიმდინარეობს დონორებთან და ექსპერტებთან მოლაპარაკებები, როგორი ტიპის აღჭურვილობა რომელ რეგიონში უნდა განთავსდეს.

„ახალი ტექნოლოგიები საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა, რადგან გვაქვს დონორების მზაობაც და სახელმწიფოს მხრიდანაც მხარდაჭერა, ვარკვევთ ტექნიკურ პარამეტრებს ექსპერტებთან. დეკემბრის ბოლოს ჩამოვა იოჰან გოლდამერი, GIZ-ის წარმომადგენელი, რომელიც ჩვენ ამ პროცესში კონსულტაციას გვიწევს. სავარაუდოდ, დავიწყებთ იმ ხანძარსაშიში ზონებიდან, სადაც ვიცით, რომ გამკაცრებული მონიტორინგი გვჭირდება. სისტემა დაზოგავს ადამიანურ რესურსს.

ახლა მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება და სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ საკმაოდ ბევრი შემთხვევაა დაუდევრობით გამოწვეული. როგორც წესი, ყველა ასეთი ხანძარი ადამიანის დაუდევრობით ჩნდება. ამის პრევენციას ვერცერთი წინასწარი შეტყობინების სისტემა ვერ მოახდენს, ვინ სად დატოვებს კოცონს უყურადღებოდ, ან ვინ სად გადააგდებს სიგარეტის ნამწვს. წინა წლებში ვცდილობდით, რომ რაღაც კამპანიები გვეწარმოებინა, რომ არ დაეტოვებინათ უყურადღებოდ კოცონი, განვათავსეთ საინფორმაციო დაფები საპიკნიკე ადგილებთან ახლოს, სადაც გარკვევით წერია, რომ კოცონის დატოვება კანონით ისჯება და ა.შ. მაგრამ უფრო აქტიური და აგრესიული კამპანიაა საჭირო პრევენციისთვის“, – აცხადებს იორდანიშვილი.

რაც შეეხება სისტემის დამონტაჟების სავარაუდო ადგილებს, როგორც იორდანიშვილი აცხადებს, მონიტორინგი მაღალი ხანძარსაშიში კლასის რეგიონებში იგეგმება.

„სამცხე–ჯავახეთი, მცხეთა–მთიანეთი და კახეთი მაღალი ხანძარსაშიში კლასის რეგიონებია, როგორც კლიმატიდან, ასევე ტყის სახეობებიდან გამომდინარე. ამიტომ პირველ რიგში, ადრეული შეტყობინების და მონიტორინგის სისტემა სწორედ ამ რეგიონებში განთავსდება. იმედი გვაქვს, მომავალ წელს მოესწრება ამ სისტემის განთავსება. ჯერჯეროებით თანხები არ არის დათვლილი, ეს დამოკიდებულია ტექნოლოგიების სპეციფიკაზე, კამერის ტიპზე, განთავსების სქემაზე და ა.შ. სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა, ვმუშაობთ სპეციალისტებთან, რომ გავარკვიოთ რომელ პირობებში რა ტექნოლოგია იმუშავებს. მაგალითად, ლიტვაში რა აღჭურვილობაც ვნახეთ, ეს არ არის ძალიან ძვირიანი, მაგრამ ლიტვის ტყეების განლაგება სპეციფიურია, ხელისგულზეა ყველაფერი და ორი კამერა აკონტროლებს დიდ ფართობს. ჩვენს მთებში ასე ვერ გამოვა და მარტივად ვერ გადმოვიღებთ რომელიმე ქვეყნის მოდელს“, – აღნიშნა ნათია იორდანიშვილმა

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

სხვა ამბები

ტესტი – რამდენად კარგად იცნობთ მსოფლიო სპორტის ისტორიას (დაგუგვლის გარეშე)

newsadmin

ბახტაძე – საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და მისი მომავალი კრემლიდან არ განისაზღვრება

newsadmin

ბექაური – არანაირი კავშირი სიძულვილის ენას არ აქვს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან

newsadmin

კობახიძე – ერთადერთი საშუალება, რაც ჰქონდა ხელისუფლებას, იყო შუაში ჩადგომა და მძაფრი დაპირისპირების პრევენცია

newsadmin

თაობები არ აპატიებენ და დაწყევლიან ამ ანტიქრისტეებს მართლა, ვითომ ქრისტეს სახელით რომ ლაპარაკობენ – ბუღაძე

newsadmin

ადა მარშანია – ჩვენი აქ დგომით, აფხაზეთი ბრუნდება

newsadmin
იტვირთბა....