ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იურიდიული კომიტეტი ადვოკატებისთვის სამართლებრივი დაცვის გარანტიების გაზრდას გეგმავს

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი ადვოკატებისთვის სამართლებრივი დაცვის გარანტიების გაზრდას გეგმავს.

ცვლილებების შეტანა „ადვოკატთა შესახებ“ კანონში იგეგმება, რომლის ინიციატორებიც დეპუტატები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე არიან.

მოქმედი კანონმდებლობაში მხოლოდ ის წერია, რომ ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს დამოუკდიებლად და მასში ჩარევა დაუშვებელია.

კანონპროექტში კი დაზუსტებულია, რომ დაუშვებელი იქნება ადვოკატის საქმიანობაში როგორც არამართლზომიერი ჩარევა, ისე მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა, სახელმწიფო ორგანოთა თუ სხვა პირთა არასათანადო ზემოქმედება, დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობის ან ძალადობის მუქარის გამოყენება, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკდიებლობა.

იტვირთბა....