ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სუსი ბარსელონაში ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლობის გახსნას გამოეხმაურა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე კატალონიაში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს და იქ წამომადგენლობის გახსნას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ შემთხვევას როგორც ფაქტს ისე არ მიიღებენ, რადგანაც კატალონია ესპანეთის ნაწილია და მათ რეაქციას დაელოდებიან.

“ჩვენ როგორც შემდგარ ფაქტს ამას არ მივიღებთ, რადგან კატალონია არის ესპანეთის ნაწილი. ჩვენ სხვადასხვა დიპლომატიური არხების მეშვეობით ძალიან კარგი თანამშრომლობა და ურთიერთობა გვაქვს ესპანეთის ხელისუფლებასთან. ვაკვირდებით ასეთ ფაქტებს და რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი უწყებებიდან რეაგირება მოჰყვება”, – განაცხადა ქმოკლიძემ.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარსელონაში, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო (ოფისი) გაიხსნა. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა, რომ კატალონიის სამომავლო ბედი, მათთვის მნიშვნელოვანია, რადგან “დამოუკიდებლობის მიღებისთვის 26 წლის წინ, სამხრეთ ოსეთიც, იმავე პრობლემების წინაშე იდგა”.

კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. რეფერენდუმის შემდეგ, კატალონიამ ცალსახა პოზიცია არ დაიკავა და მკაფიოდ არ უთქვამს აცხადებდა დამოუკიდებლობას თუ არა.

25 ოქტომბერს, კატალონიის მთავრობის მეთაურმა დაადასტურამ, რომ ხვალ ის ესპანეთის სენატის წინაშე წარდგება, რათა რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ თავისი პოზიციები ახსნას.

იტვირთბა....