პარტია “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ლარის გაუფასურების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ლარის გაუფასურების მთავარ ფაქტორს მთავრობა წარმოადგენს. ჭიაბერაშვილის განცხადებით, ლარის დაცემა ეკონომიკისა და საზოგადოების რეაქციაა.
“პრობლემების სათავე არის მთავრობა. ჩვენ უვკე მერამდენედ ვხედავთ იმას, რომ როგორც კი მთავრდება ტურიზმის სეზონი და როცა მოდის წლის ბოლო, მთავრობა ბიუჯეტიდან მეტ გადახდებს იწყებს, ლარი ეცემა და ეს ყველაფერი აისახება მოსახლეობის ჯიბეზე. ხუთი წელია ლარის დაცემის მოვლენას ვუყურებთ.
ახლა, უშუალოდ ამ დღეებში ლარის დაცემა არის საზოგადოების და ეკონომიკის რეაქცია ორ რამეზე: ეს არის არჩევნების შედეგები და მეორე, ეს არის მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტი. საზოგადოებამ დაინახა, რომ ქვეყანას მართავს მთავრობა ამ არჩევნების შემდეგ, სამწუხაროდ – ძალადობრივი არჩევნების შემდეგ, რომელიც ჩატარდა გასულ კვირას. საზოგადოებამ დაინახა, რომ ჰყავს არასწორი პოლიტიკის გამტარებელი ხელისუფლება, რომლისგანაც ზამთარში ყოველთვის მოსალოდნელია ლარის ასეთი რყევები. ბიზნესმა კი შეხედა ბიუჯეტის იმ პროექტს, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა. ეს არის ეკონომიკის რეაქცია, როცა ხედავს, რომ მთავრობა არაფრის შეცვლას აპირებს.” – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, “ქართული ოცნება” არასწორ პოლიტიკას ატარებს, რომლის შედეგადაც ეკონომიკური ზრდა არ ხდება.
“ბიუჯეტი არის სარკე იმ არასწორი პოლიტიკისა, რომელიც “ქართული ოცნება” ატარებს. პირველი, რასაც არ აპირებს მთავროაბა ეს არის, რომ არ წევს გადასახადებს დაბლა და ასეთ პირობებში შეუძლებელია, რომ გვქონდეს სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ამას არც მთავრობა ელოდება. საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი არ იქნება, თუ ინვესტიციები არ გაიზარდა და თუ არ იქნება სწრაფი ეკონომიკური ზრდა.
“ქართული ოცნებისთვის” მისაღები ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა არ მოიძებნა. ისინი მუდმივად არიან გადაბრალების რეჟიმში და პრობლემას ვერ ხედავენ თავის არასწორ პოლიტიკაში. ხელისუფლებამ გადასახადების სახით მეტი უნდა გასცეს ყოველდღიურად. სხვაგვარად ბიუჯეტი არ შესრულდება. არჩევნებამდე ცდილობდნენ, რომ მეტი ლარი გაეშვათ მიმოქცევაში, იქიდან გამომდინარე, რომ არ აწყობდათ არჩევნებამდე ლარის დაცემა. მაგრამ, ახლა იწყებენ ლარის მასის გაზრდას, ბიუჯეტიდან მეტ გადასახადებს იწყებენ და ამას ვეძახით არათანაბარ ხარჯვას, რაც პირდაპირ ურტყამს ლარს და პირდაპირ ურტყამს მოქალაქეების ჯიბეს. ლარის კურსის გამო და იმის გამო, რომ შარშან აქციზის გადასახადი გაზარდეს, გაიზარდა გაზის გადასახადი. პრობლემები არის თვითონ “ქართულ ოცნებაში”. თუ არ დაწევენ გადასახადებს და თვითონ ქამრებს არ შემოიჭერენ, შეუძლებელია ასეთ პირობებში ლარს რამე სასიკეთო მოუვიდეს.” – განმარტა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
იხილეთ: “საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის მოკლევადიან გაუფასურებაზე კომენტარს არ აკეთებს”