“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი აცხდებს, რომ მეჭიაური და ქუცნაშვილი „ქართული ოცნების“ რეალური სახეები არიან, რომლებმაც ერთმანეთში რაღაც ვერ გაიყვეს. მისი აზრით, ეს საზოგადოებისთვის ძალიან ყურადსაღები ფაქტი და გარემოებაა. ეს განცხადება გიორგი კანდელაკმა ქუცნაშვილი-მეჭიაურის დაპირისპირების შეფასებისას გააკეთა.
„ეს ხალხი არის სახე „ქართული ოცნებისა“ მათ ერთმანეთში რაღაც ვერ გაიყვეს, ეს არ არის საინტერესო საზოგადოებისთვის. ორივე მათგანმა მისცა ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება გუშინ. კორუფციაც, ნეპოტიზმიც ჩაწყობაც, ეს არის ის სტანდარტი, რაც დაამკვიდრა „ქართულმა ოცნებამ.“ საქმე იმაშია, რომ მთელი „ქართული ოცნება“ ასეთია. ეს არის „ქართული ოცნების“ ცხოვრების წესი და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საზოგადოების რეაქცია ვამხილოთ , მაგრამ რამე რადიკალურ ნაბიჯებს თავიანთ წინააღმდეგ ქართული ოცნება არ გადადგავს სამწუხაროდ. “-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა.