სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკვე თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, “ქართულ ოცნებაში” არიან საღი ძალები, რომლებმაც აღიარეს თავის შეცდომა და ღირსება გადაირჩინეს- ეს განცხადება თამაზ მეჭიაურმა სასმართლო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
“გუშინ და დღესაც არ გამოცხადდა თვითონ “ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისი მაქვს მხედველობაში, წარმომადგენელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულ ოცნებაში არის საღი ძალები, რომლებმაც გადაწონეს და ფაქტიურად ამით აღიარეს თავის შეცდომა და გადაარჩინეს თავისი ღირსება. მე ასე მგონია და მათაც მადლობას ვუხდი”,-განაცხადა მეჭიაურმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ “ტვ პირველის” ეთერში.
მცხეთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერი გახდა. მეჭიაური გადაწყვეტილებით კმაყოფილია. მისი თქმით, 21 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები მე-20 უბანზე არ გაყალბებულა, გაყალბდა მხოლოდ საოლქოში, სადაც ბათილი ბიულეტინები ვარგის ბიულეტინებად ცნეს და 4 ხმა მეჭიაურის კონკურენტს ლელა ქიტესაშვილს მიაკუთვნეს.