ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

“საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის მოკლევადიან გაუფასურებაზე კომენტარს არ აკეთებს”

საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის მოკლევადიან გაუფასურებაზე კომენტარს არ აკეთებს, -ამის შესახებ განცხადება სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევნდელი სხდომაზე გააკეთა.

“ჩვენთან მოქმედებს მცურავი კურსი, რაც გულსიხმობს ვალუტის პერიოდულ გაუფასურებას, ან – გამყარებას.
საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის მოკლევადიან გაუფასურებაზე კომენტარს არ აკეთებს” -განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად 25 ოქტომბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5206 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4894 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0312 -ით გაუფასურდა.
ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.9635 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.9240 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0395 გაუფასურდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.3219 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.2783 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0436 -ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6779 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6725 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0054-ით გაუფასურდა.

იტვირთბა....