ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეჭიაური ბოდიშს იხდის და ქუცნაშვილს ისევ აკრიტიკებს

თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური,  საკუთარ ფეისბუქ გვედზე, საზოგადოებას გუშინ “არჩევანის” ეთერში  ზაქარია ქუჩნაშვილთან დაპირისპირების გამო ბოდიშის უხდის. მისი თქმით, ქუცნაშვილმა პირდაპირ ეთერში ზღვარს გადააჭარბა, თუმცა მას თავი მაინც უნდა შეეკავებინა. მეჭიაურის განცხადებით,  მან არ იცოდა, რომ ამ შოუს მოწყობას აპირებდნენ.

“მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაძირალამ უნამუსობის ყველა ზღვარს გადააჭარბა, ყველას ბოდიშს გიხდით პირდაპირ ეთერში უცენზურო სიტყვებისთვის-ნერვები ვერ მოვთოკე…
p.s. წინასწარ არ ვიცოდი, რომ ამ შოუს მოწყობას აპირებდნენ, მიწვეული ვიყავი არჩევნების შედეგებზე სასაუბროდ, ოღონდ, არა ამ არსებასთან…”,-წერს მეჭიაური ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი თამაზ მეჭიაურის ბრალდებებზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, 2012 წლამდე თამაზ მეჭიაური უმუშევარი, სახლში გალოთებული იჯდა, დღე და ღამე სვამდა, მეტს არაფერს აკეთებდა და მან მას შანსი მისცა.

შეგახსენებთ, თამაზ მეჭიაური, რომელიც თიანეთში მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, ოფიციალურად, რამდენიმე პროცენტით წააგო და ის არჩევნების გაყალბებაში ქუცნაშვილს ადანაშაულებს.

 

იტვირთბა....