არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სასამართლოზე რაც უნდა გაკეთდეს, არის ბიულეტენის ახალი შეფასება, რომ ეს იყო არა ბათილი, არამედ 41-ის მხარდამჭერი”

პარლამენტის სპიკერმა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში თიანეთის პროცესი, კერძოდ, თამაზ მეჭიაურის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელი შეაფასა:

“არსებობს გარკვეული რეალობა. საიას წარმომადგენელმა ისაუბრა, რომ საოლქო გადაწყვტილებას უფრო მეტად აქცენტი გადააქვს საეჭვო ვითარებაზე, თუ რატომ მოხდა საულქოს მიერ დაკმაყოფილება ამ საჩივრის. თუ ამ კუთხით წავიყვანთ საუბარს არ დაგვავიწყდეს, რომ თიანეთში დაძაბული ვითარება შეიქმნა, რადგან აქ აშკარა უპირატესობა ჰქონდა ჩვენს კანდიდატს. თუკი საიას პოზიციას რაიმე სამართლებრივი სხვა გამართლება არ აქვს მხოლოდ ემოციის, განწყობის და ეჭვის ნიადაგზე არ უნდა ვიმსჯელოთ.

მე თამაზ მეჭიაურზე არ მაქვს უარყოფითი შეხედულება. მას ხმამაღალი ნათქვამებითა და პოზიციებიც ვიცნობთ, მაგრამ აქვს საქმიანი თვისებები და არ შემიძლია პარტიული მიკერძოება მქონდეს. თუკი სამართლებრივი სხვა თემა არ არსებობს, გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორია და გამომდინარეობს საზოგადოებრივი ინტერესიდან. თუკი დაპირისპირებულ მხარეებს შორის 1-2 ხმა არის განსხვავება, რასაკვირველია უნდა გადაითვალოს ხმები. სასამართლოზე რაც უნდა გაკეთდეს, არის ბიულეტენის ახალი შეფასება, რომ ეს იყო არა ბათილი, არამედ 41-ის მხარდამჭერი.” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა არჩევნებზე და აღნიშნა, რომ კომისიის არჩევნების დამკვირვებლებს მართებთ ბევრი სწავლა, რომ მომავალი არჩევნებისთვის ასეთი შემთხვევები არ იქნება.

ვოლსკიმ ასევე ენმ-ის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის არმიღების გადაწყვეტილება შეასაფა. მან აღნიშნა, რომ ენმ საერთაშორისო მხარდაჭერით აპელირებდა არამარტო არჩევნების და კონსტიტუციაზე, არამედ სხვადასხვა თემაზეც. ვოლსკის განცხადებით, მათი მთავარი მოტივაცია გადაწყვეტილებისას კიდევ ერთხელ დამატებითი ყურადღების მოზიდვა და დამატებითი დემარში იყო.

იტვირთბა....