ენმ-ის წარმომადგენელმა ნიკა რურუამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში პარტიის მიერ არჩევნების მეორე ტურისთვის ბოიკოტის გამოცხადების შესახებ ისაუბრა. მან ენმ-ის გადაწყვეტილება სწორ ნაბიჯად შეაფასა.
“ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. შიდა დისკუსიების შედეგად გადაწყდა, რომ მეორე ტურში, გამომდინარე იქიდან, რომ პირველ ტურში იყო აბსოლუტურად გამოუსწორებელი დარღვევები, რომელიც ვერ გამოსწორდებოდა ვერანაირად არსებული სისტემის ძალაში დარჩენის გამო, მონაწილეობა არ მიგვეღო.
ეს იყო კატასტროფული მოსყიდვა-დაშინების სპეცოპერაცია, რომელიც ჩაატარა “ქართულმა ოცნებამ”. ჩვენ არ ვებრძოდით პოლიტიკურ პარტიას, მოწინააღმდეგე იყო სახელმწიფო მანქანა, რომელიც მომართული იყო ხელისუფლებაში მყოფ პარტიაზე ყველანაირი მეთოდებით გამარჯვებაზე. ტოტალური მონაწილეობა იყო სახელმწიფოსი.” – განაცხადა ნიკა რურუამ.
პირდაპირ ეთერში ნიკა რურუამ ჟურნალისტს დიანა ტრაპაიძეს მიმართა, რომ ტრაპაიძეს პერსონალური სიმპათიები და ანტიპათიები გააჩნია და ის დღევანდელი ხელისუფლების მოსვალასა და შენარჩუნებაში დიდი წვლილის შეტანისთვის დაადანაშაულა.
“მიუკერძებელ ჟურნალისტს ნუ თამაშობთ, ასეთი არ ხართ ნამდვილად. თქვენ თქვენი პერსონალური სიმპათები და ანტიპათიები გაგაჩნიათ და ეს ბუნებრივია. თქვენ პოლიტიკურ სუბიექტებზე იღებთ პასუხიმგებლობას და დღევანდელი ხელისუფლების მოსვლასა და შენარჩუნებაში თქვენი წვლილი დიდია.” – განაცხადა რურუმ და ამის შემდეგ ტრაპაიძეს განუმარტა, რომ სიტყვის თავისუფლება გააჩნია და ამას თავდასხმად ნუ მონათლავს.
დიანა ტრაპაიძემ ნიკა რურუას უპასუხა და მაყურებელს განუმარტა, რომ მიუკერძოებელია პოლიტიკური სუბიექტების მიმართ.
რურუამ არჩევნების არასამართლიან ჩატარებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და ენმ-ის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, უსამართლო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არანაირ შედეგს გამოიღებს.
“ეს არჩევნები არ არის. არ უნდა გავაკეთილშობლოთ ეს მასში მონაწილეობით. პირველ ტურში ჩვენ გვეგონა,რომ უცხოელი დამკვირვებლების ამდენი გაფრთხილებებით და პრევენციული სამუშაოების გამო ვერ მოხერხდებოდა ასეთი ფალსიფიკაცია.
მეორე ტურამდე უკეთესი მოლოდინი გვქონდა. იქითა მხარე კარგი არჩევნების ჩატარებაზე თავს დებდა და კარგი შთაბეჭდილებით შევედით. უამრვი უკანანობა, რომელიც დაფიქსირდა არჩევნებში მონაწილეობა, რომ არ მიგვეღო ეს საერთოდ არც გამოჩნდებოდა და “სისტემის მკურნალობის დიგნოზიც არ დაისმებოდა. ვალდებულება გვქონდა გვეჩვენებინა ნამდვილი სახე “ქართული ოცნების”, რომელიც ჩაბღაუჭებულია დღევანდელ ხელისუფლებას და თავს უუნარობით იკატუნებს, როცა სინამდვილეში ძალიან მავნე ხელისუფლებაა.
იმდენად უსამრთლო არჩევნები იყო, რომ მასში მონაწილეობა არანაირ შედეგს გამოიღებდა. ჩვენ ამაზე ვთქვით უარი. შეიძლებოდა მიგვეღო მონაწილეობა, მეც ასე მერჩივნა და არსებული რეალობის ნამდვილი სახე წარმოგვეჩინა, მაგრამ უმრავლესობამ გადაწყვიტა ასე, კენჭისყრაზე დადგა ეს საკითხი და მას უნდა დაემორჩილოს ყველა.” – განმარტა რურუამ.