პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნებში შავი ფული ტრიალებდა.
“ამით უნდა დაკავდნენ შესაბამისი უწყებები. პოლიტიკაში არადეკლარირებული ფული არის პრობლემა. ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს იმაში, რომ იყო პასიური. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ობიექტური მიზეზები ჰქონდა, რის გამოც ვერ ხერხდებოდა არადეკლარირებული თანხების კონტროლი”,- განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საერთო ჯამში, არჩევნებმა ჩაიარა სამართლიან და მშვიდობიან გარემოში. თუმცა, დეკლარაციები არ ასახავს პარტიების რეალურ შემოსავლებს და ხარჯებს. ოპოზიციური პარტიები თავს იკავებენ ამისგან, რასაც აქვს თავისი სუბიექტური მიზეზები.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ შეფასებებს პარტიების არათანაბარ რესურსებთან დაკავშირებით ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებში.