ვინ არის გუნდი, რომელსაც კახი კალაძე დედაქალაქის მთავრობაში მიიყვანს. არაოფიციალურად უკვე სახელდება რამდენიმე პირი, რომლებიც თბილისის მერიაში, სავარაუდოდ, კალაძის გუნდის წევრები იქნებიან.
უფრო კონკრეტულად, არსებული ინფორმაციით, კალაძე მერიაში ირაკლი ხმალაძის, მაია ბითაძის, ლაშა კვანტალიანისა და თემურ ბოლოთაშვილის წაყვანას გეგმავს.
ირაკლი ხმალაძეს ენერგეტიკის მინისტრად მუშაობისას კალაძის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მაია ბითაძე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და მოგვიანებით კალაძის საარჩევნო შტაბში გადაინაცვლა.
იურისტი ლაშა კვანტალიანი მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს კურირებდა, მშენებლობის და სივრცითი მოწყობის ექსპერტმა თემურ ბოლოთაშვილმა კი ურბანულ პოლიტიკაზე იმუშავა.