არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რუსთავი 2-ის” ეგზიტპოლმა შემიყვანა შეცდომაში”

” გრიგოლ ვაშაძე – როგორ გამიხარდა თქვენი მეორე ტური”,-ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს:

“მაპატიეთ გუშინდელი გამოტირებითი სტატუსი. რ2-ის ეგზიტპოლმა შემიყვანა შეცდომაში. იმედი მაქვს გაიმარჯვებთ. ქუთაისი ნამდვილად იმსახურებს კარგ პატრონს.”-წერს ჟორჟოლიანი.

მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ”ნაციონალური მოძრაობა” დღეს გახდება ცნობილი. ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაა დანიშნული. გარდა ამ საკითხისა, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე პარტიის ლიდერები ზოგადად, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ. პოლიტსაბჭოს სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში 15:00 საათზე დაიწყება. მეორე ტურში ”ნაციონალური მოძრაობიდან” მარტვილის მერობის კანდიდატი მამუკა დანელია და ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გავიდნენ.

“ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გახდა ცნობილი. ორგანიზაციამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა.

პირველ ადგილზე 54%-ით არის კახი კალაძე, 15% -ზაალ უდუმაშვილი, 14%- ალეკო ელისაშვილი.
თბილისის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ”ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” ხმების 58% მიიღო, ხოლო ”ნაციონალურმა მოძრაობამ” – 16%.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ არჩევნებში თბილისში ამომრჩეველთა 9%-მა ”ევროპულ საქართველოს” დაუჭირა მხარი, ხოლო 5%-მა – ”პატრიოტთა ალიანსს”.

“ედისონ რისერჩი” მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული ორგანიზაციაა. ამერიკული საერთაშორისო კომპანია “ედისონ რისერჩი,” მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც იცავს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმებს.

ცესკო-ს ამდრომდე გამოქვეყნებული მონაცემები კი ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 811 682 (55.66 %);

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 248 615 (17.05 %);

„ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – 153 264(10.51 %);

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 95 212(6.53 %);

იტვირთბა....