“მიშას ხმები წაიღეთ ამ არჩევნებშიო, გვეჩხუბებიან”,-ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ტაბულას” დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს:
“ხმით ვიცინი – ახლა ფბ ჩამოვსქროლე და მიშას ხმები წაიღეთ ამ არჩევნებშიო, გვეჩხუბებიან.
დემოკრატიის არნახული გაგება მძვინვარებს.
ოღონდ თქვენ დაწყნარდით და ყველა ხმა მიშასია, ხალხო, 90 პროცენტი აიღო 2004 წელს, ყველა მიშას ვპარავთ- ჩვენც, ბიძინაც … შევარდნაძემაც მიშას მოპარა, მიშას ელოდებოდა ის ხმები.
გამსახურდიამაც (თუ ეგ არ გაწყობთ?)
ჩონგური მიშაა და მიშასხმები ვართ სიმები”-წერს ჩერგოლეიშვილი.
ცესკო-ს ამდრომდე გამოქვეყნებული მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 811 682 (55.66 %);
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 248 615 (17.05 %);
„ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – 153 264(10.51 %);
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 95 212(6.53 %);
მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ”ნაციონალური მოძრაობა” დღეს გახდება ცნობილი. ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაა დანიშნული. გარდა ამ საკითხისა, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე პარტიის ლიდერები ზოგადად, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ. პოლიტსაბჭოს სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში 15:00 საათზე დაიწყება. მეორე ტურში ”ნაციონალური მოძრაობიდან” მარტვილის მერობის კანდიდატი მამუკა დანელია და ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გავიდნენ.