ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წინასწარი მონაცემებით, მეჭიაური “ქართული ოცნების” კანდიდატს ხმათა უმრავლესობით უგებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, N19 თიანეთის საარჩევნო ოლქში 20 საარჩევნო უბნიდან ჯერჯერობით 17 საარჩევნო უბნის მონაცემებია ცნობილი. მონაცემების მიხედვით, 54.44% თამაზ მეჭიაურს აქვს, ხოლო 45.56% კი ლელა ქიტესაშვილს.

თიანეთის საოლქო–საარჩევნო კომისიამ ცესკოს ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი მიაწოდა და წინასწარი მონაცემებით, თამაზ მეჭიაური “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს ხმათა უმრავლესობით უგებს.

თიანეთის საარჩევნო ოლქში სულ 10777 ამომრჩეველია. არჩევნებში მონაწილეობა 6198–მა ამომრჩეველმა მიიღო (57.51%).

შეგახსენებთ, რომ მერის მანდატის პირველივე ტურში მოსაპოვებლად კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.

იტვირთბა....