ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სიღნაღის 14 მაჟორიტალურ ოლქში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა

სიღნაღში მოქალაქეთა საარჩევნო აქტივობამ დაახლოებით 47% შეადგინა. საოლქო საარჩევნო კომისიამ 35 უბნის შედეგები შეაჯამა და ცესკოს გადაუგზავნა. მონაცემების მიხედვით, 14 მაჟორიტარულ ოლქში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, რაც შეეხება პროპორციულ სიას, საკრებულოში “ქართული ოცნების”, “ნაციონალური მოძრაობის”, “პატრიოტთა ალიანსისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები შევლენ.

“მთელი ღამის განმავლობაში სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი 35 უბნიდან შემოდიოდა შემაჯამებელი ოქმები და დღეს დილით ჩვენ გვქონდა საბოლოო შედეგი. მეორე ტური არ გაიმართება. ყველა მაჟორიტარულ ოლქში გავიდა “ქართულო ოცნების” კანდიდატი, პროპორციული სიით 9 კანდიდატი შევა მმართველი პარტიიდა, 3 “ნაციონალური მოძრაობიდან”, 2 “პატრიოტთა ალიანსიდან”და 1 “ევროპული საქართველოდან”, – აღნიშნა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მანანა მჭედლიშვილმა.

რაც შეეხება საჩივრებს, დაიწერა 2 საჩივარი, თუმცა კომისიის თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო კოდექსი არ დარღვეულა და კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საჩივრების განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

იტვირთბა....