ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ლამის ხელი მოსტეხეს ჟურნალისტს”: “რუსთავი 2” “ქართულ ოცნებას” პასუხობს

ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ,,ქართული ოცნების” სპიკერს პასუხობს:

,,დღეს, ქართული ოცნების ლიდერმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, “რუსთავი2-ის” ჟურნალისტმა წაართვა ქართული ოცნების წარმომადგენელს დოკუმენტები და შეეცადა ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენასო. ამბავი რეალურად იყო ასე: “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა შეიყვანა ჟურნალისტი შეცდომაში, უთხრა ტყუილი, ისარგებლა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სახელით და თქვა, რომ “ნაციონალური მოძრაობას” წარმოადგენდა და მისი დავალებით აღწერდა ამომრჩევლებს. ლამის ხელი მოტეხა ჟურნალისტს და კიდევ თურმე ის ცდილობდა ამომრჩეველზე ზეგავლენას,”- წერს ნოდარ მელაძე ,,ფეისბუქზე”.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვით „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ავტომობილიდან უნებართვოდ ააცალა მისი კუთვნილი დოკუმენტები.

იტვირთბა....