ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“პატივისცემა გაგვაჩნია და გამოვხატეთ ამით”: საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პატრიარქზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

პატრიარქისთვის მარკირება არც ამ არჩევნებზე გაუკეთებიათ, რაც საზოგადოებისა და პოლიტიკოსების განხილვის საგანი გახდა.

მომხდარის მიზეზს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე განმარტავს:

“მე როგორც ვიცი პატრიარქი არც ერთ არჩევნებზე მარკირებას არ იკეთებს. ჩვენ გვქონდა დაცვასთან შეთანხმება, რომ შევთავაზებდით და ამ შემთხვევაში მას თუ ექნებოდა სურვილი გავუკეთებდით მარკირებას. თუმცა არ გავუკეთეთ, რადგან მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და პატივისცემა გაგვაჩნია და გამოვხატეთ ამით. არ დავაძალეთ და ვენდეთ. მე გამოვაცხადე, რომ პატრიარქი სანამ მოვა, მე მაცნობებს დაცვა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე რომ არ ყოფილიყო შეყოვნება, ამიტომ ორი წუთით ადრე გავამზადებინე საარჩევნო ბიულეტენები“, – აცხადებს ნინა ლიპარტია.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.

თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგებს არაუგვიანეს 9 ნოემბრისა თავად ცესკო შეაჯამებს.

იმ შემთხვევაში თუ მერობის კანდიდატები არჩევნების დღეს ხმათა 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებენ, ცესკო გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად მეორე ტურს დანიშნავს. მერის არჩევნების მეორე ტური ტარდება 16 ნოემბრამდე, პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.

იტვირთბა....