ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ცესკო: 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 16.5% შეადგინა

12:00 საათის მდგომარეობით, 3 644 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 16.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 567 699 ამომრჩეველია.

ცესკოს პრესპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, 12:00 საათისათვის ყველაზე დიდი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დეფიქსირდა – 27.9%, ხოლო ყველაზე ნაკლები – შიდა ქართლში – 13.9%.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში 12:00 საათის მდგომარეობით აქტივობა არის 14.8%.

”აღნიშნული მონაცემი რომ შევადაროთ 2014 წლის არჩევნების აქტივობას, მაშინ 12:00 საათის მდგომარეობით აქტივობა 16.6%-ს შეადგენდა”, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.

თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგებს არაუგვიანეს 9 ნოემბრისა თავად ცესკო შეაჯამებს.

იმ შემთხვევაში თუ მერობის კანდიდატები არჩევნების დღეს ხმათა 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებენ, ცესკო გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად მეორე ტურს დანიშნავს. მერის არჩევნების მეორე ტური ტარდება 16 ნოემბრამდე, პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.

იტვირთბა....