ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დღეს ბევრი საკითხის ბედი წყდება”: პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი გააკეთა

დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე დააფიქსირა.
მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის განკუთვნილ სამივე ბიულეტენზე სხვადასხვა სუბიექტი შემოხაზა.

პრეზიდენტი არჩევნებზე მარტო მივიდა.

არჩევანის დაფიქსირების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა განცხადება გააკეთა. მან აქტიურობისკენ მოუწოდა საზოგადოებას, ხოლო არჩეულ დეპუტატებს – ხალხის სამსახურში ყოფნასა და მათი საჭიროების მოსმენაზე.

”მივესალმები დღევანდელ მნიშვნელოვან დღეს საქართველოს და ამომრჩევლებს და ყველას მოგიწოდებთ, იყოთ ძალიან აქტიურები. დღეს ძალიან ბევრი საკითხის ბედი წყდება. რაც მნიშვნელოვანია, თვითმმართველობის არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ძალიან ბევრი ჩვენი ყოფითი პრობლემა და საჭიროება. ამ არჩევანით ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს უფრო ჩართულ თვითმართველობაზე, უკეთეს თვითმმართველობაზე, სადაც ხალხს ექნება ბევრად მეტი ხმა, სადაც ადგილობრივი თვითმართველობა მოუსმენს მოქალაქეებს, იმას, რაც უნდათ თავის სოფელში, თავის უბანში, თავის ქალაქში.

თვითმართველობა ახლა იქმნება და ახალმა არჩეულმა დეპუტატებმა, მერებმა უნდა შეძლონ და ემსახურონ საზოგადოებას. მათ უნდა მოუსმინონ იმას, რაც უნდა ხალხს. რა გასაჭირიც არის ყოველდღიურ ყოფაში ჩვენს სოფლებსა და ქალაქებში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

იტვირთბა....