არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერმა ხმა მისცა (ვიდეო)

“მეტრონომი” არჩევნებზე

 

პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.

თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგებს არაუგვიანეს 9 ნოემბრისა თავად ცესკო შეაჯამებს.

იმ შემთხვევაში თუ მერობის კანდიდატები არჩევნების დღეს ხმათა 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებენ, ცესკო გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად მეორე ტურს დანიშნავს. მერის არჩევნების მეორე ტური ტარდება 16 ნოემბრამდე, პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.

 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხმას აძლევს

Gepostet von მეტრონომი • Metronome am Freitag, 20. Oktober 2017

 

იტვირთბა....