ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი “ენ დი აის” წარმომადგენლებს მადლობას უხდის

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილმა სადამკვირვებლო მისიას საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დემოკრატიის სავარჯიშოს განხორციელებისას, როგორიც თვითმმართველობის არჩევნებია, NDI ყოველთვის უერთდება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გაძლიერების ძალისხმევას.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის არჩევნებზე დაკვირვებას საქართველო აღიქვამს, როგორც მეგობრების დახმარებას, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში მეთოდების და გზების დახვეწაზე ზრუნავენ.

ცნობილია ისიც, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია პრესკონფერენციას, სადაც არჩევნების დღის მიმდინარეობასა და არჩევნებისთვის სამზადისს შეაფასებს, კვირას, 22 ოქტომბერს გამართავს.

ანგარიშის გამოქვეყნებამდე დელეგაცია მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს.

იტვირთბა....