ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თანხმდება თუ არა ვაშაძე კალაძესთან მუშაობას: “ძალიან მზარდია ჩვენი რეიტინგი”

მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კახა კალაძე, მის კონკურენტთან და მერობის კიდევ ერთ კანდიდატთნ გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობას აპირებს, თავად ვაშაძე “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო “ხრიკებს” უწოდებს.
“პირველი რადიოს” კითხვაზე, შემოთავაზების შემთხვევაში დათანხმდება თუ არა მერიის რომელიმე სამსახურის ხელმძღვანელობას, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ის მერობის არჩევნებში მხოლოდ გამარჯვებისთვის იღებს მონაწილეობას:

“მე სამსახურებს ჩვენი პროგრამით, საერთოდ ვაუქმებ თბილისის მერიაში. მეორე საკითხი, რომ ამას მიზანმიმართულად აკეთებს ქართული ოცნება იმიტომ, რომ ხედავენ, ძალიან მზარდია ჩემი და ჩვენი გუნდის რეიტინგი. ქართული ოცნების მხარდამჭერებიც კი აღიარებენ ჩვენი პროგრამის უპირატესობას, მათ სერიოზული შიში გაუჩნდათ იმის, რომ ძალიან ბევრმა მათმა მხარდამჭერმა შეიძლება მოგვცეს ჩვენ ხმა, ნეიტრალურ ამომრჩეველზე აღარაფერს ვამბობ და ახლა დაიწყეს სტრატეგია, რომ დააბნიონ მხარდამჭერები. მე ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში იმისთვის, რომ მივიღო მანდატი ამ აბსოლუტურად განსხვავებული და კარგი პროგრამის რეალიზებისთვის. ამისთვის ვიბრძვი ბოლომდე. შესაბამისად, ეს ხრიკები, მე მგონი საბავშო ბაღის ტოლფასია. ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს. მზად ვართ თბილისი ავაშენოთ და ვიყოთ ლიდერ ქალაქთა შორის, თუ აირჩევენ პოპულიზმს აგერაა ყველა კანდიდატის პროგრამა, ერთმანეთს რომ ჰგავს და ყველა ატყუებს მოსახლეობას” განუცხადა გიორგი ვაშაძემ “პირველ რადიოს”.

pirveliradio.ge

იტვირთბა....