ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელისაშვილი: “ცესკოს” პასუხი დასტურია, რომ ის ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა დღეს, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა “ცესკოს” განცხადებასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა მოთხოვნა წაუყენა “ცესკოს” და რა არგუმენტები აქვს მას “საქართველოს საარჩევნო ადმინსიტრაციის” პასუხის გასაპროტესტებლად.

“ჩვენ უარი გვითხრეს ორ თხოვნაზე; პირველი იმას შეეხებოდა, რომ რეგისტრატორის მაგიდები, რომლებიც ყველა არჩევნებზე გამოწეული იყო, ჩვენ მოვითხოვდით, რომ დამკვირვებლები მაგიდის უკან დამდგარიყვნენ და დაკვირვების საშუალება მისცემოდათ, რადგან წინ და უკან არ ატრიალებინონ სიები, რაც კანონიერი მოთხოვნაა. ამაზე კი მათ უარი გვითხრეს. იმისთვის, რომ დაგვეზღვია თავი ე.წ. კარუსელებისგან, ჩვენ გავაკეთეთ პროგრამა, რომელიც ტელეფონსა და კომპიუტერშია ჩატვირთული და ამის მეშვეობით გადავამოწმებდით როცა რომელიმე კონკრეტული პირი შემოვიდოდა. გადავამოწმებდით ტელეფონში, ჩვენს ჩატვირთულ სიაში და ამის შედეგად თუ ამოვარდებოდა ეს ადამიანი, რომ ნამდვილად ამ უბანზეა რეგისტრირებული, არც არანაირი პრობლემა იქნებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ე.წ. კარუსელს ექნებოდა ადგილი. სწორედ ამაზე გვითხრეს უარი. პასუხად რაღაცას მიედ-მოედნენ.

მთელი მაქინაციებია და რეგისტრატორსაც უნდა გადამოწმება. მაქინაციების პრევენციისთვის ვითხოვთ ამას. “ცესკოს” პასუხი კი არის იმის დასტური, რომ ის ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის და ხელისუფლებაც ემზადება ამისთვის, რადგან გული უსკდებათ მეორე ტურის პერსპექტივაზე. ხედავენ, რომ კამპანიით ვერ დაარწმუნეს ადამიანები,” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობსი არჩევნები 21 ოტომბერს ტარდება.

ალეკო ელისაშვილის თქმით, თამარ ჟვანიას უწყებამ დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის დამკვირვებლებს უარი უთხრა ხმის მიცემის პროცესში, ამომრჩეველთა ელექტრონული სიის მიხედვით გადამოწმებაზე.

იტვირთბა....